აშშ-ში გამოქვეყნდა ელცინისა და კლინტონის საიდუმლო დიალოგები პუტინზე

Russian President Boris Yeltsin (R) gestures June 17, 1995, as he answers a reporter's question during a bilateral meeting with US President Bill Clinton after the G7 economic summit in Halifax. AFP PHOTO LUKE FRAZZA (Photo credit should read LUKE FRAZZA/AFP/Getty Images)

ბილ კლინნტონის ბიბლიოთეკამ გაასაჯაროვა საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც ბორის ელცინისა და ბილ კლინტონის საუბრებს შეიცავს. 600 გვერდიან ჩანაწერებში ასევე არის მსჯელობა ვლადიმერ პუტინზე, როგორც რუსეთის მომავალ პრეზიდენტზე.

1999 წლის ჩანაწერში რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი აშშ-ის 42-ე პრეზიდენტ ბილ კლინტონს ეუბნება, რომ თავის შემცვლელად ვლადიმერ პუტინი აირჩია.

ელცინი პუტინს „ძლიერს, თანმიმდევრულსა და ურთიერთობების კარგ მცოდნეს “ უწოდებს.

„დარწმუნებული ვარ, დაინახავთ, რომ ის მაღალკვალიფიციური პარტნიორია“,-ამბობს რუსეთის პრეზიდენტი.

გამოქვეყნებულ დოკუმენტებში  არის  1999 წლის ნოემბერში, კლინტონსა და ელცინს შორის, სტამბულში  გამართული დიალოგის ჩანაწერიც. საუბრის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტი ეკითხება ელცინს, ვინ მოიგებს საპრეზიდენტო არჩევნებს. ელცინი პასუხობს: „რა თქმა უნდა, პუტინი. ის ბორის ელცინის შემცვლელია. ის დემოკრატია და კარგად იცნობს დასავლეთს”.

ელცინი აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს პუტინის გასამარჯვებლად. „რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში“,-აღნიშნავს ქვეყნის პირველი პრეზიდენტი და დასძენს, რომ პუტინი ელცინის დემოკრატიულ და ეკონომიკურ ხაზს გააგრძელებს.

ბორის ელცინი რუსეთის პრეზიდენტი 1991-1999 წლებში იყო. 1999 წლის დეკემბერში ის დროზე ადრე გადადგა და მოვალეობის დროებით შემსრულებლად პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი დანიშნა.

კლინტონი აშშ-ის 42-ე პრეზიდენტი იყო და ქვეყანას ორი ვადით, 1993-2001 წლებში მეთაურობდა.

 

 

Facebook Comments

ახალი დადებული