ბრატისლავას ტურნირი ბექა ღვინიაშვილმა მოიგო

სლოვაკეთის დედაქალაქში მიმდინარე ძიუდოს ტურნირზე, კაცებს შორის 90 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალში ქართველი სპორტსმენების ავთანდილ ჭრიკიშვილის და ბექა ღვინიაშვილის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა ბექა ღვინიაშვილმა მოიგო. ჭრიკიშვილს ვერცხლის მედალი ერგო.

ჭრიკიშვილმა ნახევარფინალში რუსი რომან დონცოვი დაამარცხა, ღვინიაშვილმა კი კანადელი მოჰაბ ელ-ნაჰასი.

ჭრიკიშვილსა და ღვინიაშვილს შორის შეხვედრა ორივე სპორტსმენისთვის უკიდურესად პრინციპული იყო, რადგან დამარცხებული, დიდი ალბათობით, მიმდინარე წელს ბაქოში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა დარჩება.

მსოფლიოს ჩემპიონატი ბაქოში 20-27 სექტემბერს გაიმართება.

Facebook Comments

ახალი დადებული