გიორგი ჭელიძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

“საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრ გიორგი ჭელიძეს პოლიციის მთავარ სამმართველოში ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

ჭელიძეს ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარება ედება.

თავად ჭელიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს.

მიმდინარე წლის 31 აგვისტოს, სამართალდამცველებმა გამოძიება სოციალურ ქსელში მოძრაობა ,,საქართველოს ეროვნული ერთობის” გვერდზე გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყეს.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გიორგი ჭელიძესთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: