გურამ კაშიას მხარდაჭერას „დინამო ბათუმი“ უცხადებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტან გურამ კაშიას მხარდაჭერას ამჯერად „დინამო ბათუმი“ უცხადებს. ამის შესახებ განცხადება გუნდმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

“დინამო ბათუმი მხარდაჭერას უცხადებს გურამ კაშიას და გმობს ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას. ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ფეხბურთით დატკბეს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, საიდან ხარ და როგორ თამაშობ, ეს თანასწორი თამაშია. წარმატებები გურამს საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან ერთად,”- წერია განცხადებაში.

კაშიას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც სოლიდარობას უცხადებს. 

28 აგვისტოს ფეხბურთელმა გურამ კაშიამ თავისი Facebook-ის გვერდი გააუქმა და ამის მიზეზი მოგვიანებით განმარტა. „მე სანამ ერთი გულშმატკივარი მაინც მეყოლება ჩვენს ქვეყანაში იმ ადამიანისთვის გამოვცხადდები ნაკრებში. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, ჩემი კულტურა, რელიგიური ადამიანი ვარ“, – დაწერა კაშიამ Instagram-ზე.

 

Facebook Comments

ახალი დადებული