დავით ქარდავა-ადამიანებს უსახსრობა არ კლავთ, ადამიანებს სევდა კლავს…

,,გამარჯობა მეგობრებო, ერთი შეხედვით თითქოსდა ჩემი ცხოვრება ნორმალურია, დღეს როდესაც ვკითხულობდი წიგნს “როგორ გავხდი იდიოტი” მე შინაგანად უკვე ვგრძნობდი რომ ამის წამითხვა არ მჭირდებოდა, რადგან ვიცოდი თუ როგორ მივედი ცხოვრების ეტაპამდე, მე დიდი ხანია ცხოვრების ამ ეტაპზე ვარ მისული და მყარად ვდგავარ. ალბათ ფიქრობთ , რომ ადვილია ცხოვრება როდესაც ამხელა განძს ატარებ , რასაც ჩემი ნიჭი ქვია, არა მეგობრებო მე ის მამძიმებს! მე მას გირივით მივათრევ!! თითქოს ზემოდან გამიზნულად მომისაჯეს ეს ნიჭიერება და ეს გულუბრყვილო თვალები. 
მე მიყენებენ. 

სარგებლობენ ჩემი მეამიტობენ, ჩემი გაწაფული ხელით… მე მათ ვხატავ ისევე, როგორც ჯეკი ხატავდა როუზს ტიტანიკზე… მე თქვენს ნაკლოვანებებს ვაქრობ, მე თქვენ წარმოგაჩენთ ლამაზად, ყოველგვარი სამკაულებისა და ძვირადღირებული ინტერიერის მიღმა… იცით მე თქვენი სისიშვლე არ მაკვირვებს, ჩემთვის თქვენ უბრალოდ ფორმა მიღებული ჩემის ნახატის გმირის იდეალები ხართ როცა გიყენებთ , და დაიმახსოვრეთ როცა დაგხატავთ , ჩაიცვით და წადით…..

რაც შეეხება ჩემს გრძნობებს მდედრობითი სქესის მიმართ, მე არ მაინტერესებს სექსი, ხორციელი ჟინი , მე თქვენ ისე აღიქვამთ როგორც გადაუფურცლავს წიგნებს, ერთხელაც ვიპოვნი იმ გოგოს რომლის კითხვაც არასდროს არ მომბეზრდება…

ხანდისხან ჩემს თავთან მარტო დარჩენილი და ამ მარტოობასაყან ჭიდილში, ჩემი სულის დაჩაგრული სულის მეორე მეს კივილი მესმის -: დათო , მიდი! მოკიდე ხელი “მას”, იცზოვრეთ ტბის პირას უბრალო ქოხში, თქვენ ნახატებს გაყიდით და გამოძერწავ მას როგორც როდენმა დანაიდა, და შემოტვება შენი ანება საუკუნეებს ისეთს როგორც მე შენ გხედავდი… 
მაგრამ შენ ჩემთან ვაი რომ არ ხარ…
ადამიანებს უსახსრობა არ კლავთ, ადამიანებს სევდა კლავს…”-წერს დავით ქარდავა, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე

Facebook Comments

ახალი დადებული