ფოთში ქალი 84 წლის დედაზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

ფაქტს თვითმხილველებიც ადასტურებენ. დაზარალებულმა დახმარებისთვის მეზობლებს მიმართა და 112-ში დარეკვა სთხოვა. ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი იყო მობილიზებული. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

როგორც დაზარალებულმა განაცხადა, 60 წლის შვილმა, რომელიც ნასვამი იყო, მას ყავარჯენი წაართვა და ზურგის არეში რამდენჯერმე დაარტყა. დედის ჯამრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. შვილი პატრულმა განყოფილებაში გადაიყვანა.

პოლიციის ცნობით, შვილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

Facebook Comments

ახალი დადებული