ქალი, რომელმაც ფოთში მოხუცი დედა სცემა, დაკავებულია

ფოთში 60 წლამდე ქალი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ის საკუთარ დედას, ფიზიკურად, სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ გაუსწორდა.

შს სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება მათთან წუხელ შევიდა.

„შეტყობინების მიღებისთანავე მოხდა სამართალდამცავების ადგილზე მისვლა. დაკავებულია ერთი პირი ოჯახში ძალადობის ბრალდებით”, – აცხადებენ უწყებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პირველი პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

Facebook Comments

ახალი დადებული