მამუკა მდინარაძე უგულავას Facebook-ის განცხადებაზე: აქვს ხუთი ლაიქი და გაბრალებს ასეთ რაღაცას

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგი მუგულავას „ფეისბუქის“ მეშვეობით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

მდინარაძე „კურიერთან“ სატელეფონო საუბარში კვლავ ამბობს, რომ მმართველ გუნდს კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე უარი არ უთქვას, არამედ ამზადებს საკუთარ განსხვავებულ მოსაზრებებს, რომელსაც ორშაბათს წარმოადგენს.

„ორშაბათს მივდივართ ჩვენი განსხვავებული მოსაზრებებით და კადრულობენ საშინელებებს, რომ ჩაერთონ კომისიის მუშაობაში და ამ ტრაგედიით მანიპულირებენ. არ არის სწორი ეს ყველაფერი. Facebook-ის რაღაცაზე, რომელსაც აქვს 5 ლაიქი და გაბრალებს ადამიანი ისეთ რაღაცას… ერთი მიშა სააკაშვილმა იკადრა ეგ ყველაფერი და რაღაც ისიც მინიშნებით თქვა რაღაც მაშინ და მეორე, ამდენი წლის მერე იკადრა გიგი უგულავამ. რაღაცა საშინელება ოღონდ კი თავისიანები „გააპრავოს“ და ამაზე უნდა ვაკეთო სერიოზული კომენტარები?,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ “კურიერთან” სატელეფონო საუბარში.

Facebook Comments

ახალი დადებული