საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ იმ თანამშრომელთა მიმართ სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს, რომლებსაც ადმინისტრაციიდან შრომითი ანაზღაურების ახალი პირობების შეთავაზების შესახებ მიუვიდათ ინფორმაცია.

აქციის მონაწილეები საზოგადოებრივ მაუწყებელში სამუშაო დროის აღრცხვის ე.წ. ტურნიკის სისტემით მიღებულ შედეგებს აპროტესტებენ. შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სამაუწყებლო სეზონის ეფექტიანად განხორციელებისთვის მაუწყებლის მენეჯმენტმა დაგეგმა თანამშრომელთა აღრიცხვიანობის, სამუშაო გრაფიკის და სისტემის მოწესრიგება, რაც წლების განმავლობაში სრულად მოშლილი იყო.

სისტემის ამოქმედების შემდეგ გამოვლინდა, რომ მთელ რიგ სტრუქტურულ ერთეულებში არათანაბრად არის გადანაწილებული დატვირთვა ან არსებული დატვირთვა არასწორად არის ასახული სამუშაო რეჟიმებზე.

საზმაუს ინფორმაციით, გამოვლინდა, რომ თანამშრომელთა ნაწილის მხრიდან სამსახურში დასწრება არის უაღრესად დაბალი, თანამშრომლების გარკვეული რაოდენობა კი, სამსახურში ფაქტობრივად არ დადიოდა, რისი დამადასტურებელი მონაცემებიც არსებობს.

Facebook Comments

ახალი დადებული