ქუვეითში თევზის მაღაზია დახურეს, რომელშიც თევზებს ხელოვნურ თვალს უკეთებდნენ

ქუვეითში, თევზის მაღაზია თაღლითობის გამო დაკეტეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Al Bayan ავრცელებს. მაღაზიის მფლობელის დავალებით, გამყიდველები თევზებს ხელოვნურ თვალებს უმაგრებდნენ, რათა ახლად დაჭერილის შესახედაობა ჰქონოდათ.

გამოცემის ცნობით, სიცრუეში მაღაზია ერთ-ერთმა დიასახლისმა ამხილა, რომელმაც რეცხვისას, შეამჩნია, როგორ მოძვრა თევზს მიწებებული თვალი. ქალმა მომხდარი ვიდეოზე აღბეჭდა და კადრები ინტერნეტით გაავრცელა, რასაც ვაჭრობის სამინისტროს მყისიერი რეაქცია მოჰყვა, სამინისტროს წარმომადგენლები ქალს დაუკავშირდნენ და თევზის მაღაზია დახურეს.

გავრცელებული ცნობით, მაღაზიის მეპატრონემ გამყიდველებისგან შეიტყო, რომ მყიდველები თევზს თვალის გუგების სითეთრის მიხედვით ყიდულობდნენ და გაყვითლებული გუგების დასაფარად თაღლითურ ხეხრს მიმართა.

Facebook Comments

ახალი დადებული