“10 სექტემბრიდან ისეთ აქციებს დავიწყებ… სხვა ხელისუფლება გამოიძიებს ჩემი შვილის საქმეს”

“10 სექტემბრიდან ისეთ აქციებს დავიწყებ სხვა ხელისუფლება გამოიძიებს შემდეგ ჩემი შვილის საქმეს” – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე სასტიკად მოკლული დათო სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა. ზაზა სარალიძის თქმით მართველი გუნდი ცდილობს პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს საგამოძიებო კომისიის მუშაობა.

“ფაქტია მართველი გუნდი დღესაც ცდილობს პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს კომისიის მუშაობა, რასაც აქციების დროსაც ცდილობდა. მათ თავადვე შესძინეს პოლიტიკური ელფერი ამ აქციებს არადა ეს იყო უბრალო მოთხოვნა, რომ აღდგენილიყო სამართლიანობა მე მათ მივეცი დრო,საშუალება იმისთვის, რომ საპარლამენტო კომისია შექმნილიყო და დღეს გამოდიან და იმაზე ლაპარაკობენ, თითქოს საპარლამენტო კომისიის პრესტიჟი, პროკურატურის, შსს-ს პრესტიჟი.. შეგნებულად წამოვიღე ჩემი შვილსი სურათი, ამისთვის პრესტიჟი აღარ არსებობს. ის მიწაში ლპება და მე მოვუხვმობ პირდაპირ მართველ გუნდს, გონს მოეგონ! თორემ პირობას ვდებ 10 სექტემბრიდან ისეთი აქციები დაიწყება სხვა ხელისუფლება გამოიძიებს ჩემი შვილის საქმის დეტალებს”. – განაცხადა ზაზა სარალიძემ

 

Facebook Comments

ახალი დადებული