უგულავა-არ მინდა დავიჯერო, რომ შეგნებულად მონაწილეობს მანდ ვინმე ტყუილის დადგმაში

„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი უგულავა პარტიის წევრების „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და წერს:

,,-ქუთაისში ყოფილ ჩვენ წევრს ბატონ მაღლაკელიძეს უთქვამს ევროპულ საქართველოს ვტოვებო. Gia Tevdoradze ღმერთმა ხელი მოგიმართოთ- ეს სიტყვები მე თქვენ შარშან დეკემბერში გითხარით, როცა პარტიიდან წახვედით. ანდრო მაღლაკელიძე მატყუარაა. იგი პარტიიდან მას შემდეგ წავიდა, როცა თავმჯდომარის არჩევნებში გია თევდორაძემ არ მიიღო მონაწილეობა.

არ მიიღო, რადგან კონკურენციის შეეშინდა. დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი. ეს 10 თვის წინ მოხდა. სასაცილოა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ევროპული საქართველოდან “წამოსვლების” ტალღის სიმულაციის მცდელობა. ყოველდღიურად ათობით ნაცმოძრაობის მიერ გადაგდებული და მოტყუებული კოორდინატორი გვიკავშირდება და გვიერთდება, მაგრამ ჩვენ თავს ვიკავებთ აფიშირებისგან, რადგან ჩვენთვის სამიზნე მხოლოდ ოცნებაა.

ს ა ს ა ც ი ლ ო ა პ.ს. მიტინგებზე ხდება ხოლმე ერთი და იგივე ჯგუფი სხვადასხვა პლაკატით (წარწერით ხან უნივერსიტეტი, ხან გორი, ზოგჯერ კი თემქა თქვენთანაა) უერთდება და წამყვანიც ზარ ზეიმით აცხადებს. ესე მოდით ჩვენს კოლეგებს. 21 საუკუნეა, მეგობრებო, სოცქსელების საუკუნე!. მერამდენეჯერ უნდა “შეიერთოთ” თევდორაძე/მაღლაკელიძე. Nika Gvaramia 140 წევრმა დატოვაო რუსთავი აცხადებს.

არ მინდა დავიჯერო, რომ შეგნებულად მონაწილეობს მანდ ვინმე ტყუილის დადგმაში. სამგზის განიუსებულ, 10 თვის წინანდელ ამბავს, გადაუმოწმებლად, ახალ ამბად რომ აცხადებ, ეს fake ან staged news არის. სამწუხაროდ, ეს პირველად არ ხდება და ამიტომაც საჯარო მომართვის ფორმა ავირჩიე.”

Facebook Comments

ახალი დადებული