მალაიზიელი ლესბოსელი წყვილი საჯაროდ გაროზგეს

ორი მალაიზიელი ლესბოსელი ქალი, მანქანაში სექსისთვის საჯაროდ გაროზგეს. 22 და 32 წლის ქალებს შარიათის კანონის დარღვევისთვის ტრენგანუში 6-ჯერ გაშოლტეს. ინფორმაციას BBCავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ერთნაირ სქესიანთა სექსის გამო მალაიზიაში ვინმე საჯაროდ დაისაჯა. ლესბოსელი წყვილის დასჯას 100-მდე ადამიანი უყურებდა. მალაიზიელმა ლგბტ აქტივისტებმა ეს ფაქტი დაგმეს.

ლესბოსელი წყვილი აგვისტოში უნდა დაესაჯათ, თუმცა მაშინ სასამართლომ უცნობი “ტექნიკური მიზეზების გამო” გადაიდო.

მალაიზიაში სახელმწიფო რელიგია ისლამია, რომელიც კრძალავს ერთნაირსქესიანთა შორის სექსს და ამისთვის ადამიანებს შოლტავენ.  დაკავებული ორი ქალი აღიარებს, რომ ისინი ლესბოსელები არიან.

რამდენიმე თვის წინ მალაიზიურმა გაზეთმა Sinar Harian მკითხველს სექსუალური უმცირესობებისთვის „დამახასიათებელი ნიშნების“ შესახებ ინფორმაციაც მიაწოდა. რომელიც მათ ლგბტ პირების, უფრო კონკრეტულად კი ჰომოსექსუალების „ამოცნობაში“ დაეხმარება.

შარიათი არის ერთგვარი ქცევის კოდექსი, რომელიც აერთიანებს ისლამის უფლებებს, მორალურ-ეთიკურ და რელიგიურ ნორმებს. საზღვრავს მუსლიმანის ცხოვრებას და ისლამში მიიჩნევა „მარადიულ და შეუცვლელ“ ღვთიურ დადგენილებად.

Facebook Comments

ახალი დადებული