ანუკი არეშიძესა და კახა კალაძეს მეოთხე შვილი შეეძინათ

თბილისის მერს, კახა კალაძესა და მისი მეუღლეს, ანუკი არეშიძეს მეოთხე შვილი შეეძინათ. ბავშვს ნიკოლა დაარქვეს. ახალშობილი 3.290 კგ-ია.

ის წყვილისთვის მეოთხე ვაჟია. პირველი სამი ვაჟი ანუკი არეშიძემ იტალიაში, მილანში გააჩინა.

უფროსი შვილი, ლევან კალაძე 11 წლისაა, მეორე შვილი, კახაბერ კალაძე 2012 წელს შეეძინათ, ვაჩე კალაძე კი 4 წლისაა.

Facebook Comments

ახალი დადებული