ბიძინა ივანიშვილის ფონდმა დაბა ურეკში 130 ბავშვზე გათვლილი ბაღი ააშენა

ფონდი „ქართუ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთ საჩუქარს უკეთებს.  – ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

“დაბა ურეკში, „ქართუს“ დაფინანსებით ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. თანამედროვე სტანდარტების, 130 ბავშვზე გათვლილი შენობა აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით, სპეციალურად ბავშვებზე მორგებული სველი წერტილებით, სამზარეულოთი, ხანძარსაწინააღმდეგო, წყალგამწმენდი და გათბობის სისტემებით.
“ფონდ ქართუს” დაკვეთით ურეკის ბაღის მშენებლობა ასოციაცია “ატუმ”- შეასრულა. ფონდის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება დაბა ურეკში არასაკმარისი ფართის მქონე ბაღის არსებობის გამო მიიღო.

ახალი ბაღი დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა, ლაშა ჭელიძემ, სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორმა – მაკა ჭყონიამ, წყალმომარაგების კომპანია შპს „სატისის“ ხელმძღვანელმა, დავით ცერცვაძემ და დაბა ურეკის მჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა მდინარაძემ დაათვალიერეს.

„განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ეს არის უახლესი, თანამედროვე სტანდარტების საბაშვო ბაღი, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერისთვის,“- აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ.
საბავშვო ბაღი ფუნქციონირებას ოქტომბერში დაიწყებს.

წყარო:-marshalpress

Facebook Comments

ახალი დადებული