გორში, ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, ხანძარი მიმდებარე ტყის მასივზე გავრცელდა

გორში, სოფელ სვენეთის გზაზე მოძრავ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი ახლომდებარე ტყის მასივზე გავრცელდა. აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე მუშაობს ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. რომ არ მოხდეს ცეცხლის დიდ ტერიტორიაზე გავრცელება, ადგილზე ხდება დამატებითი ძალების მობილიზება.

ამ წუთებში, მეხანძრე-მაშველები ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

Facebook Comments

ახალი დადებული