იაპონიის მთავრობა საქართველოს 343 მილიონ დოლარს გამოუყოფს

საქართველოში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტარო კონოს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და იაპონიის საერთაშორისო სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტმა ნორიკო სუზუკიმ ხელი მოაწერეს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტის (ფაზა ორის) სასესხო შეთანხმებას.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის დასაფინანსებლად, იაპონიის მთავრობა საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მეშვეობით, საქართველოს გამოუყოფს ფინანსურ რესურსს შეღავათიანი სესხის სახით 343 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.

პროექტი ითვალისწინებს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთი რთული შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის საავტომობილო გზის მშენებლობას. აღნიშნული პროექტისთვის გამოყენებული იქნება იაპონური ტექნოლოგიები.

პროექტის დასრულება იგეგმება 2023 წლის პირველ კვარტალში. პროექტს საქართველოს რეგიონული განვიტარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: