კახეთში 230 ათასამდე ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან

კახეთში „რთველი 2018“ დედოფლისწყაროდან დაიწყო. საფერავის ჯიშის ყურძენს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ სამთაწყაროში კრეფენ. რეგიონში მოსავლის ნაწილი სხვადასხვა დროს მოსულმა სეტყვამ გაანადგურა, თუმცა, მიუხედავად ამისა, წელს კახეთში 200-დან 230 ათას ტონამდე მოსავალს ელოდებიან. ამის სესახებ „რადიო თავისუფლება“ წერს.

ღვინის კომპანიების ნაწილმა მოსახლეობისგან ყურძნის მიღება უკვე დაიწყო. ამ დროისთვის რთვლის საკოორდინაციო შტაბში სულ 80 ქარხანაა დარეგისტრირებული. კომპანიები ამ დროისთვის კი ერთ კილოგრამ საფერავში 180-დან 190- თეთრამდე იხდიან, ხოლო რქაწითლის ჯიშის ყურძენში – 85 თეთრამდე. რთველი ეტაპობრივად, მთელს კახეთს მოიცავს.

Facebook Comments

ახალი დადებული