მამუკა ბახტაძე – საქართველოში ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება ევროპული სტანდარტის იქნება

Nusagi

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანს შეხვდა. შეხვედრისას ხაზი გაესვა აღმოსავლეთ სამეზობლოში პირველი ევროპული სკოლის საქართველოში გახსნის მნიშვნელობას, რომელიც 6 ქვეყნის მოსწავლეებს მაღალი ხარისხის საბაკალავრო განათლებისა და ევროპულ კვლევებში საერთაშორისო ბაკალავრის დიპლომის მიღების შესაძლებლობას აძლევს.

„ძალიან მიხარია, რომ დღეს გავხსენით „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა”, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს განათლების სისტემაში. სკოლის დაარსების იდეის ავტორი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანია, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა” საქართველოში არის პირველი სკოლა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების ფარგლებს გარეთ დაფუძნდა. ეს მართლაც უპრეცედენტო პროექტია, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და ევროკავშირს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია. ჩვენ მიერ დაანონსებული განათლების რეფორმის შედეგად საქართველოში ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება იქნება ევროპული სტანდარტის“,-განაცხადა მამუკა ბახტაძემ

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: