იაპონია საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ამარტივებს

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ტარო კონოს განცხადებით, იაპონია საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ამარტივებს. ამის შესახებ ტარო კონომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დროს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც იაპონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, გამარტივებული სავიზო რეჟიმი ორი ქვეყნის მცხოვრებლებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

ტარო კონოს ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყებაში აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობისთვის იაპონიისგან სესხის გამოყოფაზე შეთანხმებაც გაფორმდა.

შეთანხმების მიხედვით, რიკოთის უღელტეხილთან, შორაპანი-არგვეთის საავტომობილო გზის 14.7 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობისთვის, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო საქართველოს 343 მლნ აშშ დოლარის ოდენობით სესხს გამოუყოფს.

Facebook Comments

ახალი დადებული