რატომ მწვანდება აუზში წყალი

ზაფხულის პერიოდში ხშირია, როდესაც საცურაო აუზში წყალი უეცრად მწვანე შეფერილობას იღებს. ამის მიზეზად ძირითადად, წყლის დაბინძურებას, ან აუზის ფილტრის პრობლემას მიიჩნევენ.

2016 წელს რიო დე- ჟანეიროში ოლიმპიადის აუზების ერთმანეთის მიყოლებით გამწვანებამ მსოფლიო პრესის ყურადღება მიიქცია. ამის შესახებ წერდა და გადმოსცემდა ყველა მნიშვნელოვანი საინფორმაციო სააგენტო თუ ტელეკომპანია.

რამდენიმე დღიანი კვლევისა და მსჯელობის შემდეგ, გადაწყდა, რომ ოლიმპიადის აუზები სათანადო ქიმიური ნივთიერებების ნაკლებობის გამო გამწვანდა. საწყლოსნო სპორტის მსოფლიო წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ წყალმცენარეებით სავსე ორი ოლიმპიური აუზი მუქი მწვანე ფერის იმის გამო გახდა, რომ რიოს ოლიმპიადის ორგანიზატორებს არ ეყოთ შესაბამისი ქიმიკატები წყლის მოსავლელად, რამაც წყალმცენარეების სწრაფი გავრცელება გამოიწვია.

სპორტსმენები ჩიოდნენ, რომ ორგანიზატორები იმდენ ქლორს იყენებდნენ პრობლემის მოსაგვარებლად, რომ ქიმიკატები  თვალებსა და ნესტოებს უწვავთდათ ასპარეზობის დროს.

აუზის გამწვანების შემთხვევა ოლიმპიური ყვინთვის აუზში მომდევნო დღეებში  კიდევ უფრო გაუარესდა, როდესაც მწვანე წყალი მიმდებარე წყალბურთის აუზშიც გავრცელდა.

საფრანგეთის გუნდის დამარცხების შემდეგ, ამერიკის წყალბურთის მამაკაცთა გუნდის კაპიტანმა, ტონი აზევედომ The Washington Post–ის ჟურნალისტებს განუცხადა: “მე ძლივს ვახელდი თვალებს ცურვის დროს. ეს ოლიმპიური თამაშებია, ისინი კი იმდენ ქლორს ყრიან წყალში, რომ ადამიანები ვეღარ ხედავენ “.

ოლიმპიელები, მაყურებლები და ოფიციალური პირები როგორც ჩანს, საგონებელში ჩავარდნენ, როდესაც ორშბათს მარია ლენქის საწყლოსნო ცენტრი ერთ ღამეში გამწვანდა. ოფიციალური პირების განცხადებაში ნათქვამია, რომ ფერის შეცვლა აუზში წყალმცენარეების სწრაფმა გავრცელებამ გამოიწვია, რაც სპორტსმენებს  არავითარ საფრთხეს არ უქმნიდა.

CBS News–ის ცნობით, რიოს ოლიმპიადის პრეს–სპიკერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აუზი ღამით დამუშავდა და წყლის მაჩვენებლების დონე გაუმჯობესდა

“წყალმცენარეები წყლის ფერს ამუქებენ. ჩვენ წყლის შენარჩუნების იმავე დონეს ვიცავდით, როგორც ადრე, მაგრამ ჩვენ ბევრად უფრო მეტი სპორტსმენი გვყავდა,” განაცხადა მან. “ადრე წყალში უფო მეტი ჭუჭყი იყო, რამაც უფრო მეტი წყალმცენარეები წარმოქმნა.”

რაც არ უნდა იყოს, მწვანე ფერი არა მხოლოდ ცურვის ხალისს უკარგავს ადამიანს, ის ჯანმრთელობისთვისაც საშიშია, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. გარდა ამისა, ფერსა და უსიამოვნო სუნთან ერტად, აუზის კიდეები სრიალა სუბსტანციით იფარება, რომელთან კონტაქტი არასასიამოვნოა და ამავე დროს, ადვილად შეიძლება ფეხის ასხლტომა.

ამბრე და დამახასიათებელი მწვანე ფერი წყალს მიკროორგანიზმების გამრავლების გამო უჩნდება. ეს გარდა წყალმცენარეებისა, შეიძლება იყოს წყალქვეშა სამყაროს ფლორისა და ფაუნის სხვა მრავალი წარმომადგენელი.

რატომ მწვანდება აუზში წყალი სწრაფად? ამ კითხვაზე არსებობს მარტივი პასუხი: მზე და სითბო იდეალური გარემოა სპორების გასამრავლებლად, საკვებით კი გულუხვად ამარაგებენ მოცურავეები. დიახ, ადამიანის ოფლი, ეპიდერმისის ნაწილაკები და ჩვენი ორგანიზმის ყველანაირი გამონაყოფი საკმაოდ მდიდარი საკვები პროდუქტია მიკროორგანიზმებისთვის.

რა უნდა გაკეთდეს იმ შემთხვევაში, თუ აუზი ზედმეტად დიდია იმისთვის, რომ წყალი გადაღვაროთ და ახლით შეავსოთ? როდესაც აუზში ათეულობით ტონა წყალია და საკმაოდ ძვირიც დაჯდა მისი გავსება, ასეთ დროს გადაღვრას სჯობს, გაიწმინდოს.

ამისთვის გამოიყენება დეზინფექცია და რეცირკულაცია.

დეზინფექციისთვის გამოიყენება ალბიციდები და ქლორის შემცველი პრეპარატები, თუმცა აუცილებელია სწორი დოზების დაცვა, რათა მოცურავეებს არ შეექმნათ სხვავსხვა სახის დისკომფორტი. ნივთიერებების დამატების შემდეგ წყალზე ჩნდება ქაფი, რომელიც იფილტრება, თუ ფილტრი ვერ ერევა, საჭიროა სპეციალური ფსკერის მტვერსასრუტი.

რეცირკულაცია გულისხმობს აუზში სპეციალური ცირკულატორის დამონტაჟებას, რომელიც წყალს იწოვს, ასუფთავებს მიკროორგანიზმებისგან და გასუფთავებულს ისევ უკან აბრუნებს.

მიუხედავად ამისა, ადამიანის ფიზიკური ძალის გარეშე პრობლემა ბოლომდე ვერ მოგვარდება. ღონიერი ხელი და ჯაგრისი   ყველაზე კარგი საშუალებაა აუზზე ნადების მოსაშორებლად.

 

Facebook Comments

ახალი დადებული