ზვიად სირაბიძე=დღეს დილით რომ გავიღვიძე დედა სახლში არ დამხვდა

,,წუხელ საღამოს, დედაჩემს სტუმარი ყავდა, ვახშამზე (მეგობარი). გემრიელად ფუსფუსებდნენ ქალები, როგორც წესი ასეთ დროს მისაღებში გავდივარ ხოლმე, ხელს არ ვუშლი… ყვებოდა დედა გურიაზე და ბებია-ბაბუაზე.. (გურია დედას დედულეთია) მიყვარს გურულები და მითუმეტეს მათ შესახებ ამბების მოსმენა, განსაკუთრებით იმიტომ რომ ბებიაჩემი გურულია, ციცინო სიხარულიძე, მართა და ვასილი სიხარულიძეების ქალიშვილი…. როგორც კი მორჩა პედაგოგიურ ინსტიტუტში სწავლას, აჭარაში გაანაწილეს პედაგოგად.

ბებომ იქ გაიცნო ბაბუა და ოჯახი შექმნეს.. იცით ალბათ მაშინ რთული ამბავი იყო გადაადგილება, სამი პოლიციის საგუშაგო უნდა გაგევლო, საშვები და ათასგვარი სისულელეები უნდა გაკეკეთებინა… ასე მოსწყდა ჩემი უსაყვარლესი ბებო თავის ოჯახს და ჩოხატაურის სოფელ გოგოლესუბანს… მთელი ცხოვრება პედაგოგად მუშაობდა. იმდენად წესების და წესიერი ადამიანი იყო რომ არასოდეს დაფიქრდებოდი კაცი… რომ ის ერთი პატარა გოგო იყო და დიდ , რთულ ცხოვრებას შეეჭიდა:
დღეს დილით რომ გავიღვიძე დედა სახლში არ დამხვდა, 7 საათზე უკვე, აქვე, ქალაქგარეთ ბებიასთან წასულიყო….ის აღარ დახვდა ცოცხალი:

დედას წუხანდელი ამბავი დღეს დილით ასე დასრულდა…. 
ბე მიყვარხარ უზომოდ! მთელი ამ ხნის მანძილზე როდესაც შეუძლოდ იყავი და მე არ შემეძლო შენი ნახვა, დედაჩემს ვკოცნიდი ხელებზე, ის ხო გგავს ძალიან ხელის მტევნებში…
P.s. ეს გადაცემა 2 წლის წინ ჩავწერე, მაშინ 92 წლის იყო…..”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ჟურნალისტი ზვიად სირაბიძე

Facebook Comments

ახალი დადებული