ცნობილია რომელმა საფეხბურთო კლუბმა დახარჯა ყველაზე მეტი სატრანსფერო ბაზარზე

შვეიცარიულმა კომპანია CIES-მა სატრანსფერო ბაზარზე საფეხბურთო კლუბების 2010-2018 წლების სტატისტიკა შეაჯამა და გამოავლინა, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში ტრანსფერებზე ყველაზე მეტი თანხა „მანჩესტერ სიტიმ“ დახარჯა. ინფორმაციას CIES Football Observatory ავრცელებს.

სამეულში პირველ ადგილზე „მანჩესტერ სიტი“ 1.470,000 ევროთი არის. მეორე და მესამე პოზიციებს „ჩელსი“ (€1,310,000) და „ბარსელონა“ (€1,258,000) ინაწილებენ.

ამავე პერიოდში ტრანსფერებით გამომუშავებული თანხით ლიდერი გახდა „მონაკო“. ფრანგული კლუბის მიერ გაყიდული ფეხბურთელების საერთო ღირებულებამ მთლიანობაში €950 მილიონი შეადგინა.

რაც შეეხება „ლივერპულს“, „რომას“, „ბარსელონას“ და “მადრიდის რეალს“ კლუბების სატრანსფერო მოგებიდან შემოსულმა თანხამ 683 მილიონ ევროს ვერ გადააჭარბა.

 

Facebook Comments

ახალი დადებული