წერეთელზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ყოფილ პოლიციელს 17-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახური ძალადობის, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ორი პირის მიმართ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ბრალდებულ ა.ჯ.-ს, რომელიც ყოფილი პოლიციელია, 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებული, არერეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ოჯახის წევრზე, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად ძალადობდა, ამცირებდა და აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

შემთხვევა 31 მაისს მოხდა „ა. ჯ., რომელიც შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი იყო, მივიდა ქ. თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ სახლში. ბრალდებულმა ეჭვიანობის ნიადაგზე, განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ზურგის არეში ესროლა ოჯახის წევრს-მეუღლეს. ამის შემდგომ, ა. ჯ-მ, იმავე იარაღიდან სამი გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მეუღლის ყოფილ ქმარს. დანაშაული ბრალდებულმა არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩაიდინა”-ნათქვამია სასამართლოს მიერ გვარცელებულ ინფორმაციაში.

სასამართლომ ბრალდებულის მიმართ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა და სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით, 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

Facebook Comments

ახალი დადებული