ხმაური ბუტა რობაქიძის პროცესზე – პროტესტის ნიშნად სოსო რობაქიძემ სხდომა დატოვა

ხმაური თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის პროცესზე – სხდომა პროტესტის ნიშნად სოსო რობაქიძემ დატოვა, ვისთვისაც დაცვის მხარის მოთხოვნები მიუღებელი აღმოჩნდა.

დღეს ის გამომძიებელი იკითხებოდა, რომელმაც 2012 წლიდან დაიწყო ყოფილი პოლიციელების მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების შესწავლა.

დაცვის მხარე კი ამტკიცებს, რომ გამომძიებელმა ძალიან ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი დატოვა. მათი თქმით, მას სასამართლოსთვის არ გაუცია პასუხი, თუ რატომ არ გამოკითხა ხელახალმა გამოძიებამ პოლიციის მაშინდელი მაღალჩინოსნები.

„წინა გამოძიება ჩიხშია, გაკეთებულია და ჩატარებულია კადრების გავრცელებამდე, როგორც უნდოდათ ისე წაიყვანეს, კბილაშვილმა სისხლზე მოსული ხელისუფლება ვართო და ამიტომ ვალში ვართო. დღევანდელი პროკურორები აწყდებიან იმასაც, რომ ხედავენ, რომ საქმე არ არის გამოძიებული, არის უამრავი სიყალბე მაშინაც ჩადენილი და ახალი გამოძიების დროსაც. კაცი როცა წერს, მაკაროვი მედო მანქანაში და არ იძიებ ხელახალი გამოძიების დროს, რომ ის მაკაროვი ვინ ჩაიგდო, რატომ დაწერე, ვინ დაგავალდებულა, რატომ არ დაკითხე პატრულები, სხვები, ამაზე პასუხები არ აქვს,“- განაცხადა შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, გურამ დონაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული