საგამოძიებო კომისიამ „ევროპული საქართველოს“ დასკვნას დაუჭირა მხარი

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ ხმათა უმრავლესობით „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დასკვნა დაამტკიცა.

67-გვერდიან დასკვნას კომისიის ცხრა წევრმა – „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა დაუჭირეს მხარი. „ქართული ოცნების“ დასკვნის ვარიანტს კი, კომისიაში „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ოთხმა დეპუტატმა მისცა ხმა.

საგამოძოებო კომისიის დასკვნა ჯერ პარლამენტის ბიუროს წარედგინება და შემდგომ მსჯელობისათვის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.

Facebook Comments
%d bloggers like this: