იასამნისფერთმიანი ბებიების საიდუმლო ამოხსნილია

რატომ იღებავენ ხანშიშესული ქალები თმებს იასამნისფრად, ამის შესახებ საიდუმლოს პორტალმა Pikabu-მ ახადა ფარდა.

როგორც ირკვევა, ბებიებს იასამნისფერად თმებს  სულაც არ იღებავენ საკუთარი სურვილით, ეს არასწორი შეღებვით გამოწვეული შედეგია, თუმცა ალბათ, არიან გამონაკლისებიც.

ჭაღარას დასაფარად, ხანში შესული ქალბატონები თმისთვის ყვითელი ფერის მისაცემად, ხშირად იაფფასიან საღებავებს ირჩევენ, თუმცა არ ითვალისწინებენ, რომ ჭაღარა თმას პიგმენტი არ გააჩნია. ამიტომ, ლურჯი და იასამნისფერი, რომელიც საღებავშია დამატებული, თმაზე ინტენსიურად ჯდება.

აღნიშნული საღებავები არ არის ჭაღარისთვის, ისინი მუქი ფერის თმის ქერად შესაღებადა არის განკუთვნილი. შავი თმა უფერულდება ჭუჭყიან ყვითლად, რომელსაც ქერასთან არაფერი აქვს საერთო, გარდა გაუფერულების ხარისხისა. იმისთვის, რომ ეს ყვითელი ფერი ქერა გახდეს, აუცილებელია მისი განეიტრალება, ანუ საპირისპირო ფერით ტონირება. ყვითლისთვის ასეთ ფერს წარმოადგენს იასამნისფერი, რომელსაც ამატებენ გამაუფერულებელში. შავი თმა ქერას ეფექტს იღებს, უპიგმენტო ჭაღარას კი მხოლოდ იასამნისფერი ედება.

SANYO DIGITAL CAMERA

ამიტომ არის, რომ ასეთი საღებავით შეღებილ ჭაღარას ყვითელი ფერი საერთოდ არ აქვს (გამაუფერულებელი მხოლოდ პიგმენტიან თმებს აყვითლებს).

პორტალი ხანში შესულ ქალბატონებს ჭაღარის შესაღებად  მხოლოდ პროფესიონალური საღებავის გამოყენებას ურჩევს.

Facebook Comments

ახალი დადებული