,,ამხელა ლაბორატორია ქალები ნაპირიდან 2 მეტრში ვიხრჩობოდით”

,,როგორც კი ჩემს ჯგუფელებს ვხვდები, მაშინვე თავგადასავლები იწყება, მაგრამ გუშინდელი მეტისმეტი იყო. შურთხიასთან ერთად აქვე, სახლთან გადავედით, ჩემი დელფინიანი სერფინგი ზღვაში შევაგელვე და ზუუუსთად 2 მეტრში ფეხქვეშ ფსკერი გამომეცალა. ჯერ მშვიდად მოვუხმე – მიშველე შურთხი, თოკი მოქაჩე, მაშველი შურთხი შემოგოგმანდა თუ არა ისიც ორმოში აღმოჩნდა. ახლა მე ვკრავ ხელს გამოსერფინგებული, მაგრამ შურთხი ადგილზე ბუქსაობს და უკვე განსაცდლში ჩავარდნილი ყვირის-გვიშველეეეთ, გვიშველეეთ.

ყურადრებას არავინ გვაქცევს, არ სჯერათ , რომ ამხელა ლაბორატორია ქალები ნაპირიდან 2 მეტრში ვიხრჩობით. მხოლოდ ერთი ტიპი გამოგვეხმაურა – რა გიშველო, ვაა, ცურვა არ ვიცი, არააა… ამ დროს შურთხია ისევ უხმობს მაშველს, მე ყვირილს არ ვკადრულო, მაინც უბანში ვარ და ,,პაჩტი” ნაპირზე რომ დავიხრჩო, თავი არსად გამომეყოფა… ამ დროს დავინახე, ვიღაც მადლიანი მოხუცი კაცი შემოვარდა წყალში, მგონი არც კი დასველებულა თოკს თითი გამოსდო და ნაპირზე ამოვაბიჯეთ! შურთხია დაეგდო ქვიშაზე, მეც იქვე მივეძნეყვე წნევა 400-500 მაინც მექნება და ვბჭობთ-რას გადავრჩით? არადა, ან ტალღები ყოფილიყო, ან დინება წავეთრიეთ, ან შტორმი ამ რამე ასეთი… ამ სიკამკამეში რომ დავმხრჩვალიყავით საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანით აღიძრებოდა და ორ თვითმკვლელ ჟურნალისტზე ქვეყანა ილაპარაკებდა, აფსუს!!! აი ის კაცი კი ნაპირზე ამოსვლის მერეც გვეჩხუბებოდა- სად მიდიხარ ტოო, ცურვა არ ვიცი და ყვირი- უშველე რააა , უშველეეე, რა უნდა უშველო აქა ვზივარ…(ნამდვილად თბილისელი ქურთი იყო) შურთხია კი ამბობს- კვაჭიი, ახლა უფრო კარგად მივხვდი, სიკვდილი როგორ არ მდომებიაო..
ხოდა, რა მინდა გითხრათ- ასწავლეთ თქვენ შვილებს ცურვა თორემ ვინც აქამდე არ ვისწავლეთ, იმათმა ნაპირზე სიმინდი ვჭამოთ!!”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნინო კვაჭანტირაძე

Facebook Comments

ახალი დადებული