თემურ აბაზოვს ​ბრალი დაუმძიმდა

მარნეულის ყოფილ მერს თემურ აბაზოვს ​ბრალი დაუმძიმდა. მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის მოპოვება, ორგანიზება, ინტერნეტით და სოციალური ქსელებით გავრცელება დაემატა. ამის შესახებ 1tv-ი წერს.

ბრალი დაუმძიმდათ ამავე საქმეზე ბრალდებულ გილხამ გულიევსა და რამინ ​ალახვერდიევს. მათ ცემ​ის მუხლით წარდგენილი ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფური ცემის ბრალდებით შეეცვალათ. არც ერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.

26 ივლისს სასამართლომ თემურ აბაზოვი პატიმრობაში დატოვა.

Facebook Comments

ახალი დადებული