იაპონიაში მიწისძვრისას საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ამის შესახებ 1tv წერს.

საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ იაპონიაში მდებარე საქართველოს საელჩოში დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.

იაპონიაში მომხდარი 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 2 ადამიანი, ასობით დაშავდა, ხოლო დაახლოებთ 40 დაკარგულად ითვლება.

ამავდროულად, იაპონიაში ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერ ტაიფუნს „ჯების“ ებრძვიან. ბოლო  მონაცემებით სტიქიას ათამდე ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე ორი ძირითადი ქალაქი კიოტო და ოსაკა მნიშვნელოვნად დაზარალდა.

Facebook Comments

ახალი დადებული