ნინა კობახიძე-რაღაც უნდა მოვიფიქროთ, ამდენი ბავშვის უბედურების ყურება წარმოუდგენელია

“დღეში ორი პატარა ბავშვის თავის ტვინის კიბოს შესახებ რომ გაიგებ ამბავს, იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ეკოლოგიური თუ ფიზიკური მდგომარეობა უმძიმეს ეტაპზეა!

პირველადი ჯანდაცვის სრული იგნორი, მოწამლული ჰაერი, საფრთხის შემცველი პროდუქტები და ბევრი ბეტონი ირგვლივ -1000% გარანტიაა იმის, რომ ვერავინ გადარჩება. მოგვრჩება გვერდით გზებიც და ხიდებიც, კონცერტებიც და მცირე გრანტები ინოვაციურ პროექტებში….

არ ყოფნის ფონდი, არც კეთილი ხალხის დახმარება… ამდენი წელია, ქვეყანამ თავი ვერ მოაბა, რომ შესაძლებელი იყოს სწორი დიაგნოსტირება და მკურნალობა ადგილზე მაინც. 
რაღაც უნდა მოვიფიქროთ, ამდენი ბავშვის უბედურების ყურება წარმოუდგენელია”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერძე კერძო სადაზღვევო კომპანიის მფლობელი, ნინა კობახიძე.

Facebook Comments

ახალი დადებული