პარლამენტი ნარკოპოლიტიკის კანონპროექტს, სავარაუდოდ, 21-23 სექტემბერს განიხილავს

დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა პარლამენტში 21-23 სექტემბერს იგეგმება. ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ თქვა. ინფორმაციას “ლიბერალი” ავრცელებს.

ზოიძის თქმით, ბოლო პერიოდში მთავრობის რეორგანიზებისა და სხვა გარკვეული მოვლენების გამო, ამ თემამ გუნდის შიგნით აქტუალობა დაკარგა, თუმცა ზოიძის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება მას არ დაასრულებს.

“ხელმძღვანელობისგან პირობა მაქვს მიღებული, რომ სექტემბრის პირველ-ორ კვირაში გვექნება სესია და აუცილებლად მივიღებთ [ცვლილებებს], სანამ გავალთ წინასაარჩევნო არდადეგებზე“, – ამის შესახებ ზოიძემ გადაცემა „თავისუფალი ბაზარი ვახო მეგრელიშვილთან“ სტუმრობისას განაცხადა.

„ვგეგმავთ, რომ 21-23-ში  გაიმართება შემდეგი პლენარული სხდომა ქუთაისში. მანამდე უნდა გაიმართოს იურიდიულ კომიტეტში მოსმენა, ასეთია გეგმა ჯერჯერობით, მაგრამ დაბეჯითებით ვერ გეუბნებით, იმიტომ რომ იმდენჯერ ვთქვით… ყოველ შემთხვევაში გეგმა ასეთია“, – ამბობს ზოიძე.

Facebook Comments

ახალი დადებული