11 ოქტომბერს ინტერნეტი მსოფლიო მასშტაბით შეფერხებით იმუშავებს

ინტერნეტის მომხმარებლები 11 ოქტომბერს ქსელის მუშაობაში შესაძლოა პრობლემას წააწყდნენ, რადგან “პირველად ისტორიაში” იცვლება კრიპტოგრაფიკული გასაღები (KSK). ამის შესახებ ინფორმაციას დომეინის სახელებისა და IP-მისამართების რეგულაციის კორპორაცია ICANN-ი ავრცელებს.

კორპორაციაში აცხადებენ, რომ KSK-ს შეცვლის შედეგი მინიმალური იქნება, თუმცა ზოგიერთ მომხმარებელს შესაძლოა პრობლემა გაუჩნდეს დომეინის სახელების აკრეფისას. 48 საათის განმავლობაში, გასაღების განახლების შემდეგ, ისინი მიიღებენ გზავნილს ფორმით – server failure ან SERVFAIL.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 11 ოქტომბერი – ეს წინასწარი თარიღია და მას ჯერ კიდევ სჭირდება რატიფიცირება.

Facebook Comments

ახალი დადებული