ცნობილია როგორი ამინდი იქნება 10 სექტემბრამდე

10 სექტემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. ასევე მოსალოდნელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე კი 3-4 ბალიანი ღელვა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყლის დონის მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს” – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

Facebook Comments

ახალი დადებული