ინგლისელ მომღერალს, რობი უილიამსს და მის  მეუღლეს, ეიდა ფილტს სუროგატმა დედამ შვილი გაუჩინა. ამის შესახებ BBC წერს.

მათ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ცოლ-ქმრის და მაში ორი შვილის ხელებთან ერთად, ახალშობილის ხელიც ჩანს.

„მოხარულები ვართ გაგიზიაროთ, რომ ჩვენ გოგონა გვეყოლა. მან ჩვენამდე დიდი და რთული გზა გამოიარა. ბედნიერები ვართ, რომ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ეს ყველაფერი შესაძლებელია“ – წერს ეიდა ფილტი.

ახალშობილს კოლეტი (კოკო) დაარქვეს.

ისინი მადლობას უხდიან ქალს, რომელმაც წყვილს შვილი გაუჩინა. რობი უილიამსს და მის  მეუღლეს, ეიდა ფილტს ორი უფროსი შვილი, ხუთი წლის ტედი და სამი წლის ჩარლტონი ჰყავს.

Facebook Comments

ახალი დადებული