ნინო კვაჭანტირაძის ყურძნის მარინადის რეცეპტი-,,არ დაიზაროთ უადვილესია”

ნინო კვაჭანტირაძე, ყურძნის მარინადის რეცეპტს  სთავაზობს ფეისბუქ-მომხმარებლებს:

,,ყურძნის მარინადი მეც პირველად გავაკეთე და ძალიან გემრიელია- ცოტა პიკანტური, მოტკბო-მომჟავო არომატი გაგულიანებს, რომ სალათებში გამოიყენო.

მდუღერე დავლებულ ქილებში ჩავყარე დარეცხილი ყურძნის მარცვლები და დავასხი წინასწარ მომზადებული მდუღარე წვენი- 2 ჭიქა წყალი, 1 ჭიქა ძმარი, 1 ჭიქა შაქარი, 1 ჩაის კოვზი მარილი და უცებვე მოვხუფე.

ზუსტად ამ წესით მზადდება შინდისა და შავი ქლიავის მარინადი, ოღონდ, ქლიავი უნდა დაჩხვლიტოთ ჩანგლით და 2-3 წუთი მდუღარეში გააჩეროთ, წყალი გადაუწუროთ და შეზავებული მუღარე წვენი მერე დაასხათ. ზამთარში კარგი იქნება რაღაც-რაღაცეების გასალამაზებლად და გემრიელობების მოსამზადებლადაც, არ დაიზაროთ, უადვილესია!!!! 

პ.ს . რეცეპტი დაწერილია ერთ კილოიან ქილაში მარინადის მოსამზადებლად!”

Facebook Comments

ახალი დადებული