ცესკო-ში პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენის ვადა დღეს იწურება

საინიციატივო ჯგუფებმა და პარტიებმა, რომლებსაც პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა სურთ, ცენტრალურ სარჩევნო კომისისას დღეს, 18:00 საათამდე უნდა მიმართონ. ამის შემდეგ კი მათ მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება მოუწევთ.

ცესკო-სგანკარგულების თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა დადასტურებული უნდა იყოს არანაკლებ 25 923 (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75 % ) ამომრჩევლის ხელმოწერით.

„8 სექტემბერს 18:00 საათზე დასრულდება საინიციატივო ჯგუფებისა და პარტიების მიერ კანდიდატთა რეგისტრაციის მიზნით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის განცხადებით მიმართვის ვადა. ამის შემდეგ, მათ შეუძლიათ დაიწყონ ხელმოწერების შეგროვების პროცესი. ხელმოწერები წარმოდგენილი უნდა იყოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მეორმოცე დღისა, ხოლო ხელმოწერების შემოწმების შემდეგ, არჩევნებამდე არაუგვიანეს ოცდამეათე დღისა. ცესკო-ს თავმჯდომარე რეგისტრაციაში ატარებს კანდიდატს იმ შემთხვევაში, თუკი მათ მიერ წარმოდგენილი ხელმოწერები და დოკუმენტაცია შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას”, – განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ.

ამ დროისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, ცესკო-სთავმჯდომარის სახელზე 41 განცხადებაა შესული.

Facebook Comments

ახალი დადებული