თურქეთში ავტობუსი გადაბრუნდა – დაღუპულია 6 და დაშავებულია 44 ადამიანი

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, 44 კი, დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით 1tv ავრცელებს.

დაღუპულებს შორის ერთი ბავშვია. ავარია ანკარის და აქსარაის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სატრანსპორტო საშუალება გადაბრუნდა.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო, სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ. ამჟამად მაშველებს ავტობუსიდან დაშავებულები გამოჰყავთ.

Facebook Comments

ახალი დადებული