მაშველებმა შავ ზღვაში 5-ბალიანი შტორმის დროს 23 ადამიანი გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, 12:00-დან 20:00-საათამდე, შავ ზღვაში 5-ბალიანი შტორმის დროს, 23 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.

დღის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მოქალაქეები და შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლები საშტორმო მდგომარეობის გამო გააფრთხილა.

საგანგებო სიტუაციების სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, დაემორჩილონ მაშველების რეკომენდაციას. ტალღების სიმაღლე 4 მეტრს აღწევს.

Facebook Comments

ახალი დადებული