მოსკოვში გამვლელებს ავტომანქანა დაეჯახა. არის მსხვერპლი

მოსკოვში მანქანა გამვლელებს დაეჯახა. დაიღუპა ერთი და დაშავდა ცხრა მოქალაქე. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

შემთხვევა მარინიოს რაიონში მოხდა. დაშავებულებს შორისაა 17 წლის მოზარდიც.

მედიის ცნობით, Volkswagen-ის მარკის ავტომობილი ტროტუარზე მყოფ ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ის ყირგიზეთის მოქალაქე ბეკჟან სარბიშევია და უკვე დაკავებულია.

მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

Facebook Comments

ახალი დადებული