საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს. ამავე ინფორმაციით, შავ ზღვაზე საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ამ წუთებში, დაფიქსირებულია 4-ბალიანი შტორმი, ტალღების სიმაღლე კი 3 მეტრს აღწევს. შესაბამისად, შავ ზღვაში ბანაობა აკრძალულია

“ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში ბანაობა ნებადართული იქნება. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს, გთხოვთ, დაემორჩილოთ მაშველების რეკომენდაციებს,”- წერია განცხადებაში.

აკრძალვა მოქმედებს 10 სექტემბრის 10:00 საათამდე.

Facebook Comments

ახალი დადებული