ვლადიმირ პუტინი 25 სექტემბერს აზერბაიჯანს ეწვევა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აზერბაიჯანს 25 სექტემბერს სამუშაო ვიზიტით ეწვევა.

ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის და აზერბაიჯანის ლიდერები ბაქოში სამუშაო შეხვედრას გამართავენ, სადაც იმ საკითხების განხილვის გაგრძელება მოხდება, რომელზეც ილჰამ ალიევი და ვლადიმირ პუტინი „1 სექტემბერს სოჭში შეთანხმდნენ, ან ბოლომდე ვერ შეთანხმდნენ“.

დღეს ასევე გახდა ცნობილი, რომ რუსეთის ლიდერი სომხეთს წლის ბოლომდე, ან 2019 წლის დასაწყისში ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

Facebook Comments

ახალი დადებული