ზაზა სარალიძემ ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე პარლამენტის წინ აქციას მართავს. მასთან ერთად პანკისის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი იმყოფება.

სარალიძეს თქმით, ის შიმშილობას იწყებს, ხოლო მისი მთავარი მოთხოვნა ხელისუფლების გადადგომა და დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებაა.

6 სექტემბერს ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობით უკმაყოფილოა და აქციები დაანონსა.

ხორავას საქმეზე 67-გვერდიან დასკვნას მხარი კომისიის 9 წევრმა დაუჭირა.

Facebook Comments

ახალი დადებული