მარიკა ტაკაიშვილი-მინდა მოგიყვეთ ავანტიურისტ ოქუაშვილის და მისი მეუღლის აფიორაზე

,,მინდა მოგიყვეთ ავანტიურისტ ოქუაშვილის და მისი მეუღლის აფიორაზე, რომელიც არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება! აქვე დავძენ რომ ოქუაშვილი და მისი მეუღლე, დეპუტატები არიან და ბიზნესის წარმოების უფლება არ აქვთ!

ახლა საქმეზე! შეგახსებთ, რომ ოქუაშვილს ,,ფილიპ მორისისგან” ჰქონდა ექსკლუზიური უფლება კონკრეტული სიგარეტის იმპორტსა და რეალიზაციაზე! სიგარეტს ყიდდა დემპინგურ ფასში, რითაც აზარალებდა როგრც თავად ,,ფილიპ მორისს” ასევე საკუთარ სახელმწიფოს! ამის გარდა, გახსნა ,,ფილიპ მორისის” კონკურენტი სიგარეტის წარმოება, რის გამოც ფილიპ მორისმა უჩივლა, დავა წააგო და სასამართლომ 60 მილიონი დოლარი დააკისრა!

პარალელურად ამ მაქიაციების შედეგად დაუგროვდა ჩვენი სახელმწიფოს ვალი 51 მილიონი, რომლის დაფარვაც აშკარად არ უნდა!,,იბერია” არავითარ შუაში არაა და არც არავინ ერჩის! ამ ტელევიზიას პატრონი (ოქუაშვილი) იყენებს ტყუილების ტირაჟირებაში! ამჟამად ეს ტიპი ,,ბრიტიშ ამერიკან ტობაკოსთან” ჩალიჩობს თანამშრომლობაზე, რომლის იურისტებმაც მისგან ბიზნეს- დოკუმენტაცია მოითხოვეს და საქმეს უცხოური კომპანიის იურისტები სწავლობენ….

საუბრები ლონდონის სასამართლოს შესახებ ოქუაშვილის ფანტაზიაა და მას მისი ტელევიზის ჟურნალისტები გადაუმოწმებლად აჟღერებენ! აი ესაა სიმართლე და სამწუხაროა, რომ სიმართლე ხალხმა არ იცის!”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მარიკა ტაკაიშვილი

Facebook Comments

ახალი დადებული