პარიზში კაცმა შვიდი ადამიანი დაჭრა

პარიზის ცენტრში დანით შეიარაღებულმა კაცმა შვიდი ადამიანი დაჭრა.

BFM TV-ს ინფორმაციით თავდამსხმელი დაკავებულია.

დაჭრილთაგან ოთხი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, ორი დაჭრილის მდგომარეობას საშუალო სიმძიმის არის, ერთი შოკურ მდგომარეობაში იმყოფება.

პოლიციის წინასწარი ვარაუდით, თავდასხმა ტერორიზმს არ უკავშირდება.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ორი დაჭრილი ბრიტანეთის მოქალაქეა.

Facebook Comments

ახალი დადებული