როგორ აისახება სხვადასხვა დაავადება ადამიანის გარეგნობაზე

მედიკოსების აზრით,  ყველა შინაგანი დაავადება გარეგნულად ვლინდება. ამიტომ, აუცილებელია ვიცოდეთ მათი სიმპტომები და დროულად მივიღოთ ზომები.

კანი

კანის სიმშრალე და ქავილი დერმატოლოგიური დაავადებების სიმპტომია, რომელიც ან გადატანილი სტრესით ან კანის არასწორი მოვლით ჩნდება. თუ თქვენმა კანმა მოყვითალო შეფერილობა მიიღო, აუცილებლად ამოიღეთ რაციონიდან ბეტა-კაროტინის შემცველი პროდუქტი (ნარინჯისფერი ხილი და ბოსტნეული). კანის სიყვითლე ღვიძლის პრობლემებზეც მიუთითებს, ფერმკთალი კანი კი, ორგანიზმის გაუწყლოების მანიშნებელია.

თმა

ადრეული ჭაღარა ორგანიზმში B12-ის ნაკლებობაზე მიუთითებს. ვიტამინი B12 თმის ზრდას უწყობს ხელს, მისი ნაკლებობა კი, მის პიგმენტაციაზე მოქმედებს. თმის ცვენის ან გაფერმკთალების შემთხვევაში შეგიძლიათ მიიღოთ ვიტამინების და მინერალების კომპლექსი.

წარბები და წამწამები

წარბების და წამწამების შეთხელება ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებზე მიანიშნებს. აუცილებლად მიმართეთ ექიმს და ჩაიტარეთ ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა.

თვალები

თვალის სიწითლეს და სისხლჩაქცევას ალერგია ან ლორწოვანი გარსის ანთება იწვევს. სისხლჩაქცევა თვალებში თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევაზეც მიუთითებს.

პირი

პირის ღრუს მდგომარეობაზე სხვადასხვა სახის ანთებითი პროცესები მოქმედებენ, რომლებიც ძირითადად ალკოჰოლის და თამბაქოს მოხმარებით ან ჰორმონალური ცვლილებებითაა გამოწვეული.

ტუჩები

მშრალი და დახეთქილი ტუჩები ან ორგანიზმში რკინის ნაკლებობაზე მეტყველებს ან სისხლში მომატებულ შაქარზე. ფერმკთალი ტუჩები კი, ფილტვების და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე მიუთითებს.

Facebook Comments

ახალი დადებული