სასამართლომ ალი და ნინოს ძეგლზე ამძვრალ კაცს 12-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა

კონსტანტინე ედიბერიძეს, რომელიც ალი და ნინოს ქანდაკებაზე ავიდა ბათუმის საქალაქო სასამართლომ 12-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, მოსამართლე შალიხ შაინიძემ გადაწყვეტილება ხმაურის ფონზე გამოაცხადა.

პროცესის განმავლობაში ედიბერიძე მოსამართლესა და სამართალდაცველებს ეკამათებოდა, განაჩენის გამოცხადების დროს კი მაგიდა ამოაყირავა.

კონსტანტინე ედიბერიძე ადმინისტრაციული სამართადარღვევისთვის დააკავეს. მას გამოძიება პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულოგნობას ედავება.

დღეს ალი და ნინოს ქანდაკებაზე კონსტანტინე ედიბერიძე, იგივე “ჩაქუჩა” იყო ასული. ადგილზე სამაშველო ბრიგადები მივიდნენ და მისი ჩამოყვანა სცადეს, თუმცა კაცი დახმარების გარეშე ჩამოვიდა. ედიბერიძის თქმით, ქანდაკებაზე პროტესტის ნიშნად ავიდა და ამ ფორმით თავისუფალი ცხოვრების უფლება მოითხოვა.

ალი და ნინოსთან ედიბერიძესა და სამართალდამცველებს შორის მოხდა ინციდენტიც, რის გამოც ის პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავა. კერძოდ, პოლიციის კანონიერი მოთხოვნაზე დაუმორჩელობლობისთვის.

ედიბერიძე იგივე ,,ჩაქუჩა” სოციალურ მედიაში ცნობილი იმით გახდა, რომ საკუთარ სახლში კანაფის 30 ძირი ჰქონდა მოყვანილი, რის გამოც მას პოლიციასთან პრობლემები შეექმნა.

 

Facebook Comments

ახალი დადებული