სასამართლომ ნიკა მელია წვრილმანი ხულიგნობისთვის 3000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისადმი წინააღმდეგობის გაწევაში სამართალდამრღვევად ცნო და 3000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ნიკა მელია 11 ივნისს პარლამენტის წინ, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე, პოლიციელებმა უფლებამოსილების გადამეტებით დააკავეს.

თავად ინციდენტში მონაწილე პოლიციელების წინააღმდეგ სარჩელი ნიკა მელიამაც შეიტანა.

Facebook Comments

ახალი დადებული