ტოჩინოშინმა შემოდგომის ბაშოზე ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა

ტოჩინოშინმა იუტაკაიამა იორიკირის ილეთით დაამარცხა და ოძეკის ტიტულის შენარჩუნებისთვის ბრძოლას განაგრძობს. ჩემპიონის წოდების შესანარჩუნებლად, ქართველ სუმოისტს აკი ბაშოზე მინიმუმ რვა ორთაბრძოლის მოგება სჭირდება.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე კომუსუბი ტაკაკეიშო იქნება. აქამდე ეს სუმოისტები ერთმანეთს ოთხჯერ შეხვდნენ და სამ შემთხვევაში ქართველი სპორტსმენი დამარცხდა.

Facebook Comments

ახალი დადებული