„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს უმრავლესობის სხდომა გაიმართება. სხდომაზე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს განიხილავენ. ამის შესახებ 1tv წერს.

„საქართველოს პარლამენტში შემდეგი კვირა სასესიოა და მნიშვნელოვანი საკითხები უნდა გავიდეს. უმრავლესობის სხდომაზე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს განიხილავენ“, – განაცხადეს „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში.

რომელ საათზე გაიმართება სხდომა, ჯერ უცნობია.

ამასთან, დღევანდელ სხდომაზე სავარაუდოდ ​პოლიტსაბჭოზე გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრებენ. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებს და მხარდაჭერას დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს უცხადებს.

Facebook Comments

ახალი დადებული